დაზღვევა

დაზღვევა

ფინანსური რისკები და გარანტიები

თქვენი ბიზნესის პარტნიორები მოითხოვენ უზრუნველყოფას, რომელსაც თქვენი კომპანია ჯერ არ ფლობს? ეძებთ ფინანსურ მხარდაჭერას თქვენი პროექტის დასაფინანსებლად? თქვენი ბანკის საკრედიტო ლიმიტი ამოწურულია? ალფას შეუძლია თქვენი უზრუნველყოფა საჭირო ფინანსური ინსტრუმენტით. ალფას საბანკო გარანტია/ ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი არის სახელშეკრულებო ურთიერთობები, სადაც ჩვენ, ვუზრუნველყოფთ თქვენს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას მესამე მხარის წინაშე და ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას უპირობოდ გადავუხადოთ საგარანტიო თანხა მოთხოვნის მიღების შემთხვევაში.


გინდათ ახალი პროექტის დაწყება/ახალი მომწოდებლის შემოყვანა/ ტენდერის გამოცხადება? ჩვენი გარანტიების და ფინასური რისკების დეპარტამენტი თქვენთვისაა. ჩვენ განვიხილავთ პოტენციური კონტრაქტორების ფინანსურ მდგომარეობას და მოგაწვდით მათი შესრულების შეუქცევად გარანტიას.


გსურთ თქვენი შეთავაზება გახადოთ უფრო მიმზიდველი, დააჯეროთ ახალი მომხმარებლები თქვენი მომავალი საქმიანობის ხარისხსა და ოპტიმალურ ვადებში? ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ.


ჩვენი ძლიერი მხარე ჩვენი გუნდია - ჩვენს სპეციალისტებს 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ საბანკო გარანტიების და ფინანსური რისკის დაზღვევის კუთხით. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი სწრაფია, ჩვენ გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების/მომსახურეობის გაწევის სწორად ჩაბარებისათვის.