დაზღვევა

დაზღვევა

Slide 1
2018

შეღავათიანი პირობები ყველა ფერმერისთვის!

2018 წლის აპრილში ძალაში შევიდა 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა სუბსიდირებული აგროდაზღვევის შესახებ. პროგრამა უზრუნველყოფს ფინანსურ პრემიას აგროდაზღვევაზე 70%–ის ოდენობით, საქართველოში, ღია ფართობზე არსებული ყველა კულტურისათვის, გარდა ვენახისა, რომლის სუბსიდირებაც ხორციელდება 50 %–ის ფარგლებში. გასული წლისგან განსხვავებით, პროგრამა ვრცელდება მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.

სადაზღვევო კომპანია ალფა მსოფლიო რბენის

სადაზღვევო კომპანია ალფა მსოფლიო რბენის Wings for Life World Run 2018 - Kakheti, Georgia ოფიციალური მზღვეველია! ირბინე მშვიდად, შენი ჯანმრთელობა დაზღვეულია ალფაში!

500 ლარიანი დაზღვევა საჩუქრად!

1 მაისიდან "სადაზღვევო კომპანია ალფა" "ვისოლთან" ერთად წარმოუდგენელ აქციას იწყებს. ყველა, ვინც „ვისოლის“ ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე შეიძენს 30 ლარის ღირებულების საწვავს, საჩუქრად „ალფასგან“ გადაეცემა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა 500 ლარიანი ლიმიტით.

ალფა კრივის საერთაშორისო ტურნირის სპონსორია

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მუდმივად ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ყოველთვის ერთვება სპორტული სახის აქტივობებში. ამჯერად კომპანია კრივის საერთაშორისო ტურნირის სპონსორი გახდა.

ახალი ლიდერი ავტოდაზღვევის ბაზარზე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 კვარტლის მონაცემებით ალფა ავტოდაზღვევის კუთხით უპირობო ლიდერია.

23 დღეში 600-ზე მეტი დაზღვეული სავაჭრო წერტილი

2018 წლის 1 მარტს ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც მასობრივი თავშეყრის ობიექტები სავალდებულო წესით უნდა იყოს დაზღვეული ხანძრის, აფეთქების ან კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის სამგზავრო ლიფტის ვარდნის) შედეგად მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანისგან.

6 თვიანი დაზღვევა საჩუქრად ,,სადაზღვევო კომპანია ალფასგან“

სადაზღვევო კომპანია ალფა“ საცალო ბიზნეს სექტორის გაფართოებას აგრძელებს. ამჯერად, ის კომპანია ვისოლის ყველა ერთგულ მომხმარებელს 6 თვიანი დაზღვევით ასაჩუქრებს.

4 ოქტომბერს ,,სადაზღვევო კომპანია ალფას“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ალფა მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას.

ერთად გამარჯვებისკენ!

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ რაგბის კავშირის ოფიციალური მზღვეველია.

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით ბანკებს კონკურენტი გამოუჩნდათ

საბანკო გარანტიების გაცემის კუთხით სადაზღვევო კომპანიები უკვე აქტიურ კონკურენციას უწევენ ბანკებს, გარანტიების გაცემის მარტივი პროცედურებით, მოკლე ვადებით, მოქნილი სამუშაო გრაფიკით და შეღავათიანი ტარიფებით.

საჩუქარი ყველა ქალბატონს სადაზღვევო კომპანია ალფასგან

,,სადაზღვევო კომპანია ალფა“ მუდმივად ზრუნავს საცალო მიმართულების განვითარებაზე. კომპანიამ წინა წელთან შედარებით ავტო დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო ზრდა განიცადა, კერძოდ კი 2017 წელს დაზღვეული ავტომობილების (7370 ავტომობილი) 80%, 2018 წლის მხოლოდ 2 თვეში შეასრულა. ამ წლის იანვრისა და თებერვლის მონაცემებით, უკვე 5790 ახალი პოლისი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.