დაზღვევა

დაზღვევა

პროდუქტები სპეციფიკური ბიზნესისთვის

თქვენ ახორციელებთ იმპორტს / პროდუქციის წარმოებას / საკვები პროდუქტების წარმოებას / შენახვა-დასაწყობებას / ავტოსატრანსპორტო მომსახურებას - მომხმარებლების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ჩვენი ზოგადი პასუხისმგებლობის და მიწოდებულ პროდუქტზე / შესრულებაზე პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებში ჩვენი პროფესიონალი იურისტების გუნდი დაგეხმარებით მშვიდად შეხვდეთ სირთულეებს და მინიმუმამდე დაიყვანოთ დანაკარგები.


თქვენ დაკავებული ხართ მშენებლობით, გინდათ დიდ ფინანსურ პროექტში ჩართვა - ჩვენი სამშენებლო და სამონტაჟო რისკებისგან დაზღვევის პროდუქტი სწორედ თქვენთვისაა.


თქვენ გაქვთ აუდიტორული ფირმა / იურიდიული ოფისი / დაკავებული ხართ პროექტების დაგეგმარებით/ ჩართული ხართ სამედიცინო ბიზნესში - ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროდუქტი თქვენთვისაა.


თქვენ გინდათ ხელი მოაწეროთ მაღალ ფასიან კონტრაქტს, მონაწილეობა მიიღოთ ტენდერში, ან გააფორმოთ სახელმწიფო კონტრაქტი - ჩვენი გარანტიების და ბონდების დაზღვევა არის სწორედ ის, რაც გჭირდებათ. ჩვენ გთავაზობთ ყველა სახის გარანტიას წერილობითი და ელექტრონული ფორმით.