10.02.2021

5 ყველაზე სახიფათო პროფესია

blog-article-image-one.jpg

ადრენალინის მოყვარულთათვის დასაქმების ბაზარზე არაერთი წარმოუდგენლად უცნაური და სახიფათო პროფესია მოიძებნება. თუ დაინტერესებული ხართ, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო პროფესიების ხუთეულით, მაშინ ეს სტატია სათქვენოა. სხვადასხვა ქვეყნებში  2015 წლიდან დღემდე ჩატარებულ კვლევებში გამოიკვეთა შემდეგი 5 ყველაზე სახიფათო პროფესია.

 

5) ჰიდროსპელეოლოგია, ე.წ. “ქეივდაივინგი” - Cave-Diving

ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ჰიდროსპელეოლოგი არის ადამიანი, რომელიც წყალქვეშა მღვიმეებს იკვლევს. ამერიკაში 1969 წლიდან 2007 წლის ჩათვლით სულ 368 კვლევარი დაიღუპა, ამ მონაცემებში არ არის შესული ოკეანეში გაუჩინარებულთა/დაკარგულთა რაოდენობა.

უმეტესად, ამ სპეციალობით National Geographic–ისა და სხვადასხვა შემეცნებითი გადაცემების მკვლევარები ინტერესდებიან.

რაც შეეხება ანაზღაურებას, საშუალოდ წელიწადში ჰიდროსპელეოლოგი  $58,640 ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, რაც, დამეთანხმებით,  წყალქვეშა მღვიმეების აღმოჩენის სურვილს კიდევ უფრო მაცდურს ხდის.

 

4) შტორმის/სტიქიების  მდევარი - Storm Chaser

შტორმის ან ნებისმიერი სხვა სტიქიის დროს ერთადერთი რეკომენდაცია - უსაფრთხო ადგილას თავის შეფარებაა. თუმცა არსებობს პროფესია, რომლის წარმომადგენელსაც ევალება ასეთ დროს სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოს არათუ გაერიდოს, პირიქით, მისკენ წავიდეს და კამერაზე რაც შეიძლება ახლოდან ასახოს ბუნების შემაძრწუნებელი საოცრებების კადრები.

Discovery Channel-ის არაერთი რეპორტიორი ემსხვერპლა ამ პროფესიას, მათ შორის ყველაზე გახმაურებული ლეგენდარული რეპორტიორის, ტიმოთი სამარასის/Timothy Michael Samaras გარდაცვალება იყო, რომელიც 2013 წლის რენოს ტორნადოს/EI Reno Tornado სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ემსხვერპლა.

შტორმის/სტიქიების მდევართა საშუალო წლიური ანაზღაურება $60,968 ამერიკული დოლარია.

 

3) ნიანგის ფსიქოლოგი - Crocodile Psychologist

არ მოგჩვენებიათ, დიახ, ნიანგებსაც ჰყავთ ფსიქოლოგები! საინტერესოა, რატომ??

მართალია, ფროიდს არ ჰქონდა ნიანგებთან თავისი იდეების გამოყენების საშუალება, თუმცა 1980 წელს, ფროიდს ჰიპნოზ–ექსპერიმენტებით შთაგონებულმა მკვლევარმა, მცენარეებისა და ცხოველების ფსიქოლოგმა, როჯერ სეიმურმა (Roger Seymour)  წყლიდან ამოიტყუა ჩრ. ავსტრალიის ველურ გარემოში მცხოვრები ნიანგი. კვლევებმა აჩვენა, რომ ნიანგებზე, სხვა მტაცებელი ცხოველებისგან განსხვავებით, ჰიპნოზი დადებითად მოქმედებდა...

სწორედ აქედან დაიწყო ნიანგის ფსიქოლოგის, როგორც პროფესიის ისტორიაც.

BBC–სა თუ სხვა შემეცნებითი ხასიათის გადაცემები, რეპტილიებზე და უშუალოდ – ნიანგებზე დაკვირვებას ყოველთვის ამ პროფესიის წარმომადგენლებს მიმართავენ.

საინტერესოა ისიც, რომ ნიანგები ფსიქოლოგთა მიერ შერჩეული სხვადასხვა “კვლევითი თამაშების” პროცესში ძალიან ხალისობენ (ერთ–ერთ მათგანს სურათზე ხედავთ).

სამწუხაროდ, ზოგიერთ ნიანგზე ეს მეთოდი არ ჭრის, რაშიც ფსიქოლოგი მაშინ რწმუნდება, როდესაც “აღიგვება პირისაგან მიწისა”.

ყოველწლიურად, ამ ცდების ჩატარების დროს 120–150 ადამიანი იღუპება.

რაც შეეხება ანაზღაურებას, ცდუნება აქაც ძალიან დიდია – წელიწადში $62,500 ამერიკული დოლარი.

 

2) კასკადიორი - Professional Stuntman

ფილმებში ალბათ გინახავთ კადრები, თუ როგორ ყირავდება მსახიობის მანქანა, ხდება დიდი ძალით შეჯახება, ჰაერში ტრიალი, როგორ ხტება გმირი მაღალი შენობიდან და ა.შ.

ფილმებში, მეტი დამაჯერებლობისთვის, რეჟისორები სპეციალურად ამ ტრიუკების შესასრულებლად კასკადიორებს ამზადებენ. სამწუხაროდ, ბევრჯერ მათი “გამოსვლა” ფატალურად სრულდება, ან მიღებული დაზიანებები კასკადიორებს მთელს დარჩენილ ცხოვრებას უცლის.

ანაზღაურებაც  რისკის შესაბამისია – წელიწადში $70,000 ამერიკული დოლარი.

 

1) სანადირო ექსპედიციების გიდი - Safari Guide

შეიძლება იფიქროთ, რომ პილოტი, მეხანძრე ან მაღაროში მომუშავე უფრო სახიფათო გარემოში მუშაობს, თუმცა  სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, აგრეთვე, ექსტერემალური პირობები ყველაზე მკვეთრად სწორედ სანადირო ექსპედიციების/საფარის გიდს აქვს.

საფარში “ხეტიალი”   როგორც წესი, ხანგრძლივი ექსპედიციაა, რომელიც ურთულეს პირობებში მიმდინარეობს.

 

საფარის გიდები ყოველდღიურად აწყდებიან ისეთ გარეულ, მტაცებელ ცხოველებს, როგორიცაა ლომი, პანტერა და ა.შ. ამასთან ერთად, მათ ირგვლივ არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დაწესებულება, რის გამოც, ხანგრძლივი ესქსპედიციების დროს, სხეულის ან რაიმე სხვა ტიპის დაზიანების შემთხვევაში, საკუთარ თავს თავად მკურნალობენ. აქ მოღვაწე არაერთი გიდის სიცოცხლე გარეული ცხოველის თავდასხმას მოუსწრაფებია.

მათ მიერ წლიურად გამომუშავებული ანაზღაურება $72,000 დოლარია.

eye-icon.svg

46721

chat-icon.svg

0

ავტორი Admin