2.06.2022

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააზღვიო ჯანმრთელობა ალფაში

blog-article-image-one.jpg

ალფა დაზღვევა ძლიერი სამედიცინო ჰოლდინგის წევრი კომპანიაა, შესაბამისად, ჩვენთვის ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებაა. ამასთანავე, ჰოლდინგის მასშტაბით ჩვენ გვაქვს წვდომა უნივერსალურ სამედიცინო სერვისებზე და შესაბამისად, პარტნიორი კომპანიების მასშტაბით, ყველა ჩვენი დაზღვეული სარგებლობს ამ სერვისებით.

მოკლედ წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა დააზღვიოთ თქვენი და თქვენი კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობა ალფა დაზღვევაში:

  • ჩვენი ოჯახის ექიმები

ოჯახის ექიმის მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ როგორც თბილისის ყველა უბანში, ისე საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ოჯახის ექიმის კონსულტაცია, როგორც კლინიკაში ვიზიტით, ისე აუდიო ან ვიდეო ზარით. ჩვენი ოჯახის ექიმები მუშაობენ როგორც სამუშაო დღეებში, ისე შაბათ–კვირას. გარდა ამისა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სამუშაო დღეებში, ჩვენი ოჯახის ექიმები მუშაობენ საღამოს 9 საათამდე, რაც დასაქმებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით ღირებული უპირატესობაა.

  • პირადი მენეჯერი ყველა დაზღვეულს

ყველა ჩვენს დაზღვეულს ემსახურება პირადი მენეჯერი, რომელიც მინიმალურ დროში გაუწევს ნებისმიერი სახის დახმარებასა და კოორდინირებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. გრძნობდე მუდმივ ზრუნვას, როცა საქმე ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება, უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

  • განსაკუთრებული ფასდაკლება ავერსის სააფთიაქო ქსელში

ალფაში დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მუდმივი 5%–იანი ფასდაკლება ნებისმიერ შენაძენზე ავერსის აფთიაქებში. ავერსის აფთიაქში ფასდაკლების დღეებში თანაგადახდის თანხა კი ანგარიშდება უკვე ფასდაკლებული თანხიდან, რაც ჩვენი დაზღვეულებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია;

  • დამატებითი ფასდაკლებები და შეთავაზებები პარტნიორ კომპანიებში

თითოეულ ჩვენს დაზღვეულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე კომფორტს უქმნის ზღვა ბენეფიტები. მათ შეუძლიათ მიიღონ განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები სარეაბილიტაციო, სპორტულ–გამაჯანსაღებელ, ესთეტიკურ, ფიზიოთერაპიულ და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში.

  • ალფას გუნდი

ერთ–ერთი მთავარი და გამორჩეული უპირატესობა ალფა დაზღვევის გუნდია. პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური შრომით ცდილობენ მაქსიმალურად გაუმარტივონ ნებისმიერი პროცესი დაზღვეულებს, შეუქმნან მათ კომფორტული და მშვიდი გარემო სერვისებისა და მომსახურების მისაღებად და ქართულ სადაზღვევო ბაზარზე დანერგონ მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, ინდივიდუალური, მათზე მორგებული სადაზღვევო გამოცდილება.

ვფიქრობთ, შეკითხვას, თუ  „რატომ უნდა დავაზღვიოთ ჯანმრთელობა ალფაში?“- პასუხი ამომწურავად გავეცით. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, ჩვენთან ერთად კარგად გაერკვიოთ სადაზღვევო პირობებში, „ასჯერ გაზომოთ“ დაფარვები თუ ლიმიტები და თქვენი და თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა ჩვენთან დააზღვიოთ.  დანარჩენს კი როგორც ყოველთვის, ჩვენ მივხედავთ.

ალფა – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის.

eye-icon.svg

1

chat-icon.svg

0

ავტორი Admin