ყველაფერი ოჯახის ექიმის შესახებ
ძალიან ბევრი ადამიანი ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდის, როდესაც უკვე ძალიან ცუდად გრძნობს თავს. მანამდე კი უბრალოდ ელოდებიან, ითმენენ და იმედოვნებენ რომ „ყველაფერი თავისით გაივლის".
ბოლოს კი სწორედ ეს დამოკიდებულება გვიჯდება ყველაზე ძვირად, როგორც ჯანმრთელობის, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
რატომ ოჯახის ექიმი?
ოჯახის ექიმი პერიოდულად ამოწმებს შენს ჯანმრთელობას, იქნება ეს წნევა, შაქარი, ქოლესტერინი, ზოგადი ანალიზები. ოჯახის ექიმთან 30 წუთიან კონსულტაციებმაც კი შეიძლება თავიდან აგარიდოთ ყველა ის პრობლემა და გართულება, რომელსაც თქვენ ჯერ ვერ ამჩნევთ, მაგრამ მომავალში აუცილებლად იჩენდა თავს.
ოჯახის ექიმის ყოლის უპირატესობა:
როდესაც დავდივართ სხვადასხვა სპეციალისტებთან, ხშირად ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მხოლოდ ნაწილი იციან ჩვენი და ჩვენი პრობლემების შესახებ . ოჯახის ექიმმა კი იცის თქვენი მთლიანი ისტორია, თქვენი ყველა პრობლემა, დაავადებები, გენეტიკური ფაქტორები და ფლობს თქვენზე ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც მას დაეხმარება, რომ გიმკურნალოთ ორმაგი ეფექტურობით.
ოჯახის ექიმმა იცის თუ რა გჭირდება შენ!
თუ არ იცი რომელი სპეციალისტი გჭირდება და ვისთან უნდა მიხვიდე ეფექტური მკურნალობისთვის ოჯახის ექიმი არის ის ადამიანი, რომელიც სწორ მითითებებს მოგცემთ, თანაც ისე, რომ დაგეზოგოთ დროც და ფინანსებიც.
ქრონიკული დაავადებების კონტროლი
დიაბეტი, ჰიპერტენზია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები - ეს დაავადებები საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას. ოჯახის ექიმი კი მუდმივად აკვირდება და აქცევს ყურადღებას თქვენს ქრონიკულ დაავადებებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ალფას ოჯახის ექიმებს შეხვდებით ავერსის კლინიკებში - ისანში, საბურთალოსა და თემქაზე, ასევე რეიმანის, ევექსის, ბოჭორიშვილისა და მედკაპიტალის კლინიკებში და თბილისის თითქმის ყველა უბანში.
