წინამდებარე ვებ-გვერდით/აპლიკაციით სარგებლობის ზოგადი წესები და პირობები განთავსებულია სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204568896, იურიდიული მისამართი: თბილისი, ალ/ ყაზბეგის გამზ 16) (შემდგომ - „კომპანია“/„ალფა“) კუთვნილ ვებ-გვერდზე დომეინით: www.alpha.ge და მობილურ აპლიკაციაში და არეგულირებს მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ გაეცნოს და დაეთანხმოს მოცემულ წესებსა და პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეწყვიტოს ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენება.
I. ტერმინთა განმარტება
აპლიკაცია — კომპანიის საკუთრებაში არსებული მობილური პროგრამა, რომელიც თავსებადია სმარტფონებთან და ტაბლეტებთან.
ვებ-გვერდი — კომპანიის საკუთრებაში არსებული ინტერნეტგვერდი.
კომპანია/„ალფა“ — აღნიშნავს სს „სადაზღვევო კომპანია ალფას“.
მომხმარებელი — ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს კომპანიის ვებ-გვერდს ან აპლიკაციას ინფორმაციის ან მომსახურების მისაღებად.
წესები და პირობები — ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების ზოგადი წესები და პირობები. სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“ - არის საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული
II. საქმიანობის მიზანი
სადაზღვევო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სადაზღვევო მომსახურებებს დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმისა და საკონტაქტო ცენტრის მეშვეობით.
III. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენების წინაპირობები
ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელი:
უნდა იყოს სულ მცირე 18 წლის, ქმედუნარიანი პირი.
საჭიროების შემთხვევაში უნდა იყოს ავტომობილის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი.
უნდა დაეთანხმოს ამ წესებსა და პირობებს რეგისტრაციის ან განაცხადის წარდგენის პროცესში.
IV. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენება
ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება მოცემულ წესებსა და პირობებს.
კომპანიას აქვს უფლება, პერიოდულად შეცვალოს წესები და პირობები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნებისთანავე.
მომხმარებელს ეკრძალება ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება.
მომხმარებელი თავად აგებს პასუხს მის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ტექნიკური მოწყობილობების გამართულობაზე, დაცვასა და უსაფრთხოებაზე.
დაუშვებელია კომპანიის სისტემების ან ვებ-გვერდის/აპლიკაციის არასანქცირებული (მათ შორის პაროლების ბოროტად) გამოყენება, ან მონაცემების უკანონო მოპოვება.
კომპანიას უფლება აქვს შეზღუდოს მომხმარებლის წვდომა ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში, თუ იგი არღვევს წესებსა და პირობებს.
წესები და პირობები არ აუქმებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებულ სხვა შეთანხმებებს, ისინი ერთობლიობაში მოქმედებენ.
V. მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას და არ გადასცეს მესამე პირებს რეგისტრაციის დროს მინიჭებული/გამოყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.
მომხმარებელი უფლებამოსილია შეცვალოს პირადი ინფორმაცია.
მომხმარებელი ვალდებულია მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორეზე, ავთენტურობასა და შინაარსზე.
VI. პერსონალური მონაცემების დაცვა
კომპანია აგროვებს, ამუშავებს და ინახავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მომხმარებლისთვის მომსახურების მიწოდება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებლის იდენტიფიკაცია და უსაფრთხოების, კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის მიიღოს ინფორმაცია საკუთარი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოს მონაცემების გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა
VII. უსაფრთხოება
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ინტერნეტ კომუნიკაციისას მონაცემების სრული უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების მიერ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომის შედეგად გამოწვეულ ზიანზე.
მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა პაროლისა და სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დაცულობის უზრუნველსაყოფად.
კომპანიას უფლება აქვს, აკრძალოს ავტომატური მოწყობილობებით მონაცემების მონიტორინგი ან ასლების გაკეთება.
კომპანია ვერ უზრუნველყოფს ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების აბსოლუტურ უსაფრთხოებას და არ აგებს პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ განხორციელებულ ჩარევაზე ან მონაცემთა დაკარგვაზე
VIII. საავტორო უფლებები
ვებ-გვერდსა და აპლიკაციის მთელ შინაარსზე (ტექსტი, აუდიო/ვიდეოჩანაწერები, ფოტოები,, ბრენდის დასახელება, ლოგოტიპები, დიზაინ ელემენტები და ა.შ.) საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ფლობს სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“.
ნებისმიერი პროდუქტი, პროცესის აღწერა ან ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში არის კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება.
დაუშვებელია ვებ-გვერდის/აპლიკაციის შინაარსის სრულად ან ნაწილობრივ რეპროდუცირება, გავრცელება, გადაცემა, გაყიდვა, გადაყიდვა ან სხვა კომერციული გამოყენება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ნებადართულია ვებ-გვერდის/აპლიკაციის მასალის გამოყენება მხოლოდ არაკომერციული, საინფორმაციო მიზნებისთვის, რა დროსაც აუცილებელია საავტორო უფლების ნიშნის (©Alpha) და ბმულის მითითება.
საავტორო ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა იწვევს შესაბამის სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და/ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
IX. გარანტიები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანია უწყვეტად ზრუნავს ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და აქტუალობაზე, თუმცა ინფორმაცია მოწოდებულია პრინციპით - 'როგორც არის' ყოველგვარი პირდაპირი თუ ირიბი გარანტიის გარეშე, მათ შორის, კომერციული ვარგისიანობის, კონკრეტული მიზნისთვის შესაფერისობისა და კანონმდებლობასთან შესაძლო შესაბამისობის გარანტიების გარეშე.
ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია სარწმუნოა მხოლოდ მითითებული თარიღისთვის; საკანონმდებლო, ტექნოლოგიური ან ეკონომიკური გარემოს პირობებში მონაცემები შეიძლება გახდეს ვარაუდზე დამყარებული ან არასაკმარისი.
მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი მოწყობილობისა და კავშირების უსაფრთხოებაზე.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სრული, სწორი და ნამდვილი.
მომხმარებელი იღებს ვალდებულებას ვებ-გვერდით/აპლიკაციით სარგებლობისას, შეზღუდვის გარეშე მომხმარებლის პროფილის შექმნისას ან/და განაცხადის გაკეთებისას ან ასეთი განაცხადის შემდგომ მიწოდებულ მონაცემთა ცვლილებების შემთხვევაში დროულად შეიტანოს ცვლილებები მომხმარებლის პროფილში რედაქტირების გზით.
X. მესამე მხარის პროდუქტები, სერვისები და ბმულები
ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული მესამე მხარის ბმულები, პროდუქტები ან სერვისები სთავაზობს მომხმარებელს დამატებით ინფორმაციასა და კომფორტს; მათი არსებობა არ ნიშნავს კომპანიის მხრიდან მათი შინაარსის, პოლიტიკის ან პრაქტიკის მხარდაჭერას.
მესამე მხარის პლატფორმებზე გადასვლით, მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნებისმიერი ქმედებისა და გადაწყვეტილების შედეგებზე, მათ შორის - პერსონალური მონაცემების მიწოდებაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესრულებაზე
კომპანია არ იძლევა გარანტიას მესამე მხარის ვებ-გვერდების სიზუსტესა და უსაფრთხოებაზე და არ აგებს პასუხს ნებისმიერი ზიანის მიმართ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ასეთი პლატფორმების გამოყენებით.
მესამე პირი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სხვა ნებისმიერი ინტერნეტ-გვერდის დაკავშირება/მიბმა ვებ-გვერდთან კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
XI. ინფომრაციის შეგროვება და კონფიდეციალობა
ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოსაყენებლად და/ან კომპანიის მომსახურების მისაღებად აუცილებელია ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში ერთჯერადი რეგისტრაცია და/ან განაცხადის გაკეთება სატელეფონო საშუალებით და/ან ხელშეკრულების გაფორმება კომპანიასა და მომხმარებელს შორის.
მომხმარებლის რეგისტრაცია კომპანიის მომსახურების მისაღებად ვებ-გვერდის/აპლიკაციის/სატელეფონო კომუნიკაციის გზით არის მომხმარებლის არჩევანი.
მომხმარებელი ნებაყოფლობით აწვდის კომპანიას შემდეგი სახის ინფორმაციას (საჭიროების შემთხვევაში):
სახელი, გვარი
პირადი ნომერი
მისამართი
ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომერი
ავტოსატრანსპორტო საშუალების VIN კოდი
ელექტრონული ფოსტა
ტელეფონის ნომერი
ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია რეგისტრაციის პროცესში ან რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს ან წაშალოს ნებისმიერ დროს.
მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს პაროლი.
კომპანია უფლებამოსილია ჩაიწეროს და/ან მონიტორინგი გაუწიოს კომპანიას და მომხმარებელს შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარები კომპანიის მომსახურების ხარისხის კონტროლის/გაუმჯობესების მიზნით.
კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვას, ამ მიზნით იღებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს.
კომპანია არ განახორციელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებას ან მესამე პირებისთვის გადაცემას (კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა).
მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს კომპანიის ელექტრონულ მატარებლებზე ან სხვა საშუალებით.
„მომხმარებლის ინფორმაციაში“ იგულისხმება პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია იღებს მომხმარებლისგან, კლინიკისგან ან მომხმარებლის მიერ ბარათით გადახდის განხორციელებისას;
მომხმარებლისთვის მომსახურების გამარტივების და კომპანიის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლის მიერ კომპანიის სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია შეიძლება გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
მომხმარებელი წესებსა და პირობებზე თანხმობით, ეთანხმება და უფლებას აძლევს კომპანიას, რომ მომხმარებლის მიერ კომპანიის სისტემაში დაფიქსირებული ინფორმაცია გადამოწმდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
კომპანიის მიერ მომხმარებლის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის და კომპანიის სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.
კომპანიის პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა დეტალურად განთავსებულია შემდეგ ბმულზე: www.alpha.ge
XII. მომხამრებლის უფლებების დაცვა და პრეტენზიის წარდგენის წესი
მომხარებელს შეუძლია პრეტენზია დააფიქსიროს:
ვებ-გვერდზე www.alpha.ge — პრეტენზიის განყოფილებაში დაფიქსირებით
საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 032 2 640 640 დაფიქსირებით
ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] დაფიქსირებით
სს სადაზღვევო კომპანია „ალფა“-ს სათავო ოფისში, მის: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 მატერიალური სახით მოწოდებით
XIII. კომუნიკაციის წესი
კომპანიასთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში არსებული პლატფორმა, მითითებული საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა ან/და წერილობითი შეტყობინება იურიდიულ/ფაქტობრივ მისამართზე გაგზავნის გზით.
ვებ-გვერდთან/აპლიკაციასთან დაკავშირებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი შეკითხვა ან კომენტარი კომპანიას გაუგზავნოს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული კომუნიკაციის გზების გამოყენებით.
XIV. ფორს-მაჟრი
ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებას, რომელიც წარმოშობილია მხარისგან დამოუკიდებლად, არის გაუთვალისწინებელი და რომლის საფუძველზეც მხარისთვის შეუძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
წესებისა და პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო არ იქნება განხილული როგორც წესებისა და პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა.
ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მხარე, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი/ელექტრონული შეტყობინება ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის და გამომწვევი მიზეზების შესახებ.
მხარემ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ყველა მოქმედება, რათა თავიდან აიცილოს ფორს-მაჟორული გარემოება. მხარემ უნდა გამოიყენოს ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული ხერხები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებსაც არ იქნება ფორს-მაჟორული გარემოების ზეგავლენა.
ფორს-მაჟორული გარემოების მოქმედების 1 (ერთი) თვეზე მეტი ვადით მოქმედების შემთხვევაში, მხარეს უფლება აქვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახელშეკრულებლო ურთიერთობა მეორე მხარესთან წერილობითი/ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.
XV. დავის გადაწყვეტა
წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, მომხმარებელი ცხოვრობს ან საქმიანობს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებს ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ ნებისმიერ საქმეზე ან დავასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებ-გვერდიდან/აპლიკაციიდან ან/და კომპანიის მიერ მომსახურებიდან.
მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
XVI. დასკვნითი დებულებები
ვებ-გვერდი/აპლიკაცია არ არის მიმართული და არც განკუთვნილი ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ იმ იურისდიქციის ფარგლებში ან ქვეყანაში გავრცელების ან გამოყენებისთვის, სადაც ვებ-გვერდის/აპლიკაციის განთავსება ან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ასევე თუ გავრცელება ან გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან სხვა რეგულაციებს.
ვებ-გვერდის/აპლიკაციის გაცნობისას მომხმარებელი თავად იღებს პასუხისმგებლობას მათ გამოყენების შესაბამისობაზე და გამოყენება ხდება სრულად მომხმარებლის რისკით.
ვებ-გვერდით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ბათილობას და იგი უნდა ჩანაცვლდეს მსგავსი შინაარსის პირობით. თუ ამ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ძალადაკარგულია ან ბათილია, დანარჩენი დებულებები მოქმედებს სრულად.
ვებ-გვერდით/აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების მოქმედება იწყება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებისთანავე.