თქვენი პოლისის მართვის სახელმძღვანელო
რას მოითხოვს პოლისის აქტივაცია და რა გჭირდებათ სადაზღვევო შემთხვევისას.
ავტომობილის დასურათება
პოლისის აქტივაციისთვის საჭიროა ავტომობილის დასურათება მარტივი წესების დაცვით.
დასურათებამდე დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება.
პირველი გადახდა
სადაზღვევო დაფარვა ძალაშია მხოლოდ პირველი შენატანის შემდეგ.
გადახდამდე დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება.
სადაზღვევო შემთხვევისას
- ნუ გადაადგილებთ ავტომობილს შემთხვევის ადგილიდან.
- ნუ მიატოვებთ ადგილს საპატრულო პოლიციის ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლის მოსვლამდე და ინციდენტის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე.
ვადამდე ადრე შეწყვეტა
თუ ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაუქმებას გადაწყვეტთ, დარჩენილი პრემიის გაანგარიშება მოხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი პრემია გაქვთ უკვე გამომუშავებული:
| გამომუშავებული პრემია | გადასახდელი თანხა |
|---|---|
| 50% ან ნაკლები | გამომუშავებული პრემია სრულად + გამოუმუშავებელი პრემიის 20% |
| 50%-ზე მეტი | სადაზღვევო პრემია სრულად (გამომუშავებული + გამოუმუშავებელი) |
- სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე.
კითხვები გაქვთ? დაგვირეკეთ032 2 640 640
