ფოტოების გადაღების ინსტრუქცია

როგორ გადაიღოთ ავტომობილის ფოტოები სწორად და მარტივად - მოთხოვნები ფოტოების და დაზიანების დასადასტურებლად.

ზოგადი რეკომენდაციები

ფოტოების გადაღებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი მოთხოვნები

განათება
გამოიყენეთ კარგი განათება, რეკომენდებულია დღის სინათლე. ავტომობილს არ უნდა ეცემოდეს მზის სხივები და არ უნდა ირეკლებოდეს ირგვლივ არსებული ობიექტები.
ავტომობილის მდგომარეობა
ავტომობილი უნდა იყოს გარეცხილ და გამშრალებულ მდგომარეობაში.
ფოტოს ხარისხი
ფოტოები უნდა იყოს მკაფიო და დაუმუშავებელი. არ გამოიყენოთ ფილტრები, არ მოჭრათ და არ დააკომპრესოთ ფოტოები.
ფოტოების გადაღების პერიოდი
ფოტოები უნდა იყოს გადაღებული სადაზღვევო კომპანიისთვის მოწოდების დღეს. მანამდე გადაღებული ფოტოები ავტომატურად ჩაითვლება ბათილად.

სავალდებულო 7 ფოტოსურათი

თითოეული რაკურსი უნდა გადაიღოთ შემდეგი მოთხოვნების მიხედვით

ავტომობილი მთლიანად - წინა მხრიდან1

ავტომობილი მთლიანად - წინა მხრიდან

მკაფიოდ უნდა ჩანდეს ნომრები, ფარები, წინა ხედი და ძრავის საფარი (კაპოტი).

ავტომობილი მთლიანად - უკანა მხრიდან2

ავტომობილი მთლიანად - უკანა მხრიდან

მკაფიოდ უნდა ჩანდეს ნომრები, ფარები, უკანა ხედი და საბარგულის საფარი.

მარცხენა გვერდი მთლიანად3

მარცხენა გვერდი მთლიანად

მკაფიოდ უნდა ჩანდეს ორივე კარი და საბურავები სრულად, ავტომობილის სრული გვერდი კუთხეების ჩათვლით.

მარჯვენა გვერდი მთლიანად4

მარჯვენა გვერდი მთლიანად

მკაფიოდ უნდა ჩანდეს ორივე კარი და საბურავები სრულად, ავტომობილის სრული გვერდი კუთხეების ჩათვლით.

VIN კოდი5

VIN კოდი

უნდა ჩანდეს VIN კოდი სრულად და მკაფიოდ.

საქარე მინა6

საქარე მინა

საქარე მინა უნდა გადავიღოთ უკანა სავარძლიდან. უნდა ჩანდეს სრულად და მკაფიოდ, არ უნდა იყოს ჩამოჭრილი გვერდები.

ავტომობილის სახურავი7

ავტომობილის სახურავი

სახურავი უმჯობესია გადაღებული იყოს უკანა მხრიდან, შეძლებისდაგვარად სრულად.